დეკანოზი გრიგოლი ხოჯავა გარდაიცვალა

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური, სოფელ პატრიკეთის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გრიგოლი ხოჯავა გარდაიცვალა.

„მამა გრიგოლს დაკრძალავენ ხუთშაბათს, 2021 წლის 23 სექტემბერს. მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ გრიგოლის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს. უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი გრიგოლი“, – აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში

banner
წინა სტატიაშიგახარია: თბილისის მერის არჩევა არ ნიშნავს მხოლოდ თბილისის მერის არჩევას. ეს არის მთელ ქვეყანაში ცვლილებების დასაწყისი
შემდეგი სტატიაკახა კალაძე გიორგი გახარიას – არავის დაუბრალებია, რომ გახარია ნარკომანია, მე პირველ რიგში, ვარ კაცი და მერე პოლიტიკოსი