22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

დეკანოზი გიორგი წეროძე: როდესაც ასეთი ტრაგედიის შემდეგ ადამიანები ეკლესიიდან ნუგეშის ნაცვლად უფრო დიდი ტკივილით ბრუნდებიან, ეს ყველა ჩვენგანის საფიქრალია

არავინ ითხოვს, ეკლესიამ საკუთარი სწავლება უარყოს. მაგრამ ყველას გვაქვს უფლება ვიკითხოთ: როგორ შეუძლია ეკლესიას, საკუთარი სწავლების ერთგული დარჩეს და ამავე დროს ქრისტეს სახე გამოავლინოს დამწუხრებული ოჯახის წინაშე? – ამის შესახებ დეკანოზი გიორგი წეროძე წერს.

,,როდესაც ასეთი ტრაგედიის შემდეგ ადამიანები ეკლესიიდან ნუგეშის ნაცვლად უფრო დიდი ტკივილით ბრუნდებიან, ეს ყველა ჩვენგანის საფიქრალია.

მეც, ბევრი ცრემლიანი ადამიანის მსგავსად, პასუხს ვერ ვპოულობ”, – წერს დეკანოზი გიორგი წეროძე სოციალურ ქსელში.

უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა, ზაალ ლატარიამ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა:

“ეკლესიებმა უარი მითხრეს შვილის დასვენებაზე, ჩემს შვილს მე დავიტირებ ჩემთან, სახლში. გასვენება ხუთშაბათს 6 აგვისტოს, 16:00 საათზე, ზუგდიდი – თავისუფლების ქუჩა 15…”

banner
წინა სტატიაშიაგარანის მამულს გიორგი ჭიღლაძისთვის გირაო ამ დრომდე არ გადაუხდია
შემდეგი სტატიაარასდროს ეკლესიას უკრაინაში მებრძოლ ადამიანთათვის რაიმე შემზღუდავი ნორმა არ დაუდგენია და ეს ყველამ იცის – ანდრია ჯაღმაიძე