21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

დეკანოზი გიორგი წეროძე: ელენე ხოშტარიას ტკივილი პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი არ უნდა გახდეს

დეკანოზმა გიორგი წეროძემ სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. იგი ხაზს უსვამს, რომ ადამიანის ღირსება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ უნდა იყოს დამოკიდებული მის პოლიტიკურ ან პარტიულ შეხედულებებზე.

დეკანოზის თქმით, ქრისტიანული სამართლიანობა შურისძიებას კი არა, ადამიანის ღირსების დაცვას გულისხმობს.

გიორგი წეროძე აღნიშნავს, რომ ელენე ხოშტარიას გამბედაობა ცნობილია და ახლა მისი ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

მისი პოზიციით, ადამიანის ტკივილი არასდროს უნდა იქცეს პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად.

ოჯახისა და ადვოკატების ინფორმაციით, ციხეში ყოფნისას ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. შესაბამისად, ოჯახის წევრები და ექიმები მისთვის მრავალპროფილურ კლინიკაში სათანადო მკურნალობის გაწევას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაში“PACE-ს რეზოლუცია თავიდან ბოლომდე აბსურდია”- ნინო წილოსანი
შემდეგი სტატიასაქსტატი: 2025 წელს საქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელი გაიზარდა