დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი გადააყენეს ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან

მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი გადააყენეს ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან.

ჩვენთვის კონკრეტული წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომ მამა გიორგის მიმართ განხორციელდა გარკვეული საეკლესიო სასჯელი, აღმოჩნდა არა მღვდელმოქმედების აკრძალვა, არამედ ტაძრის წინამძღვრობიდან გადაყენება.

კვლავ ველოდებით მცხეთა-თბილისის ეპარქიის განცხადება-განმარტებას, თუ რა მიზეზით გადააყენეს დეკანოზი გიორგი ტაძრის წინამძღვრობიდან.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი არის საქართველოს საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი.ინფორმაციას “მსოფლიო საეკლესიო სიახლენი” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიდეგნანი: შავი ზღვის რეგიონში რუსეთის მზარდი აგრესია საქართველოს უფრო მნიშვნელოვანს ხდის
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – მთავრობის იგივე შემადგენლობა, განსაკუთრებით კრიზისის პირობებში, არის სრულად ლოგიკური, როგორც ჩემი გადმოსახედიდან, ასევე დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების გადმოსახედიდან – ეს მთავრობა ეფექტურად ახორციელებს თავის ძირითად ფუნქციებს