დეკანოზი გიორგი მამალაძე, საკანში აუდიო-ვიზუალური დაკვირვების ქვეშ იმყოფება-ომბუდსმენი

დეკანოზი გიორგი მამალაძე საკანში აუდიო-ვიზუალური დაკვირვების ქვეშაა. ამის შესახებ განცხადება, საქართველოს სახალხო დამცველმა, ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ეთერში გააკეთა. უჩა ნანუაშვილის თქმით, საფრთხე არ არსებობს, თუმცა დაკვირვების ქვეშ ყოფნა თავად დეკანოზმა მოითხოვა.

უჩა ნანუაშვილის თქმით, სახელმწიფომ დეკანოზის ოჯახის უსაფრთხოებისთვის დამატებითი ღონისძიებები უნდა გაატაროს, ვინაიდან, პროკურატურის მხრიდან თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომ, თითქოს, მამა გიორგი მამალაძეს პატრიარქის მკვლელობა ჰქონდა განზრახული, მისი ოჯახის მიმართ აგრესია გაიზრდებოდა. უჩა ნანუაშვილი ე.წ. ციანიდის საქმეში თანასწორუფლებიანობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევაზე საუბრობს.

„იმ ფონზე, როდესაც საუბარია ყველაზე მაღალ ავტორიტეტულ ადამიანზე საქართველოში, როდესაც ასეთი ბრალდების ტირაჟირება ხდება, კონკრეტული სახელი-გვარი სახელდება, არ არის გამორიცხული, რომ მის მიმართ, მისი ოჯახის წევრების მიმართ რისკებს ჰქონდეს ადგილი და სახელმწიფომ უფრო დამატებითი ღონისძიებები უნდა გატაროს, რომ უსაფრთხოება იქნას დაცული,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის მზად არის, გამოძიებას ჩვენება მისცეს.

banner
წინა სტატიაშიმაშველებმა სერბი ტურისტი გადაარჩინეს
შემდეგი სტატიაგახოკიძის ქუჩაზე საპოლიციო ღონისძიება ხორციელდება