დეკანოზი დავით ისაკაძე – ბავშვის მშობლისგან განცალკევება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა მოხდეს

ბავშვის მშობლისგან განცალკევება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა მოხდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე დეკანოზმა, დავით ისაკაძემ განაცხადა.

როგორც დავით ისაკაძემ აღნიშნა, „ბავშვის კოდექსის“ თავდაპირველ ვერსიაში იყო ცნებები – ბავშვის საუკეთესო ინტერესები, გენდერული თემა და დისკრიმინაცია, თუმცა ჩასწორებები მოხდა, რაც მისაღებია, რადგან ეს აწესრიგებს მშობლისა და შვილის ურთიერთობას საზოგადოებრივი ზნეობის თვალსაზრისით.

„26-ე მუხლში სოციალური მუშაკის ქმედებებია განსაზღვრული, რომლის ქმედებებს ფართო დიაპაზონი აქვს. მათ შეუძლიათ, ბავშვი მშობლისგან დამოუკიდებლად განაცალკეონ. აუცილებელია, აქ ჩართული იყოს ისეთი სერიოზული ინსტიტუტი, როგორიც სასამართლოა. თუ ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, 24 საათის განმავლობაში განრიდება უნდა მოხდეს და სასამართლომ დაამტკიცოს, რომ ეს ქმედება მისაღები იყო. სასამართლომ უნდა აიღოს ის ფუნქცია თავზე, რაც ჰქონდა“, – განაცხადა დეკანოზმა.

მისივე თქმით, ახლა სოციალური მუშაკის უფლებამოსილება ფართო დიაპაზონით არის განსაზღვრული და ბაშვის ბედი მხოლოდ მასზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, რადგან ისეთი პრეცედენტები იყო, როცა სოციალურმა მუშაკმა თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა.

„სასამართლოს ისეთი მექანიზმი უნდა ჰქონდეს შემუშავებული, რითაც საქმის განხილვა მოხდება. პატარა ასაკში შვილი მშობლის გარეშე რჩება და სტრესს იღებს. ასევეა მშობელიც. სოციალური მუშაკი მაშინ ხომ მოქმედებს და ასეთ შემთხვევაში სასამართლო ადასტურებს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ან სადიზმს აქვს ადგილი, ან ძალადობას, მაგრამ ეს სასამართლომ უნდა დაადგინოს. ბავშვი 24 საათი უნდა განარიდონ, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს“, – განაცხადა დავით ისაკაძემ.

banner
წინა სტატიაშიჟენევის ფორმატი უნდა შეიცვალოს – პრეზიდენტი ჟენევის ფორმატის გაფართოების იდეით გამოდის
შემდეგი სტატიაპარლამენტი არ იწვის, ბესელია მძიმე ემოციურ ფონშია და ადამიანური დახმარება სჭირდება – ანრი ოხანაშვილი