“დეკანოზი არის უდანაშაულო და ის არის საპატრიარქოს კარის ინტრიგების მსხვერპლი, სუს-თან ერთად”

„მკაფიოდ ჩანს, რომ დეკანოზი არის უდანაშაულო და ის არის საპატრიარქოს კარის ინტრიგების მსხვერპლი, ხელისუფლებასთან და კონკრეტულად, სუს-თან ერთად,“ – ეს განცხადება გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ, დაკავებული დეკანოზის შესახებ გააკეთა.

კილაძის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის გათვალისწინებით, მისი გათავისუფლება უნდა მოხდეს.

კილაძე საპატრიარქოსთან მივიდა, სადაც დეკანოზის ოჯახის წევრები აქციებს მართავენ.

„დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის დღევანდელი მდგომარეობა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მას საპატიმრო სასჯელი უნდა შეეცვალოს არასაპატიმრო სასჯელით იმიტომ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მე სრულიად ვეთანხმები და მოვედი აქ იმიტომ, რომ მხარი დავუჭირო დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს. იმ მასალების მიხედვით, რაც ჩვენ გვაქვს ამ ორი წლის განმავლობაში, მკაფიოდ ჩანს, რომ დეკანოზი არის უდანაშაულო და ის არის საპატრიარქოს კარის ინტრიგების მსხვერპლი, ხელისუფლებასთან და კონკრეტულად, სუს-თან ერთად. გამომდინარე აქედან, მისი გათავისუფლების გზა არსებობს ერთადერთი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ის შეიწყალოს,“ – განაცხადა ელისო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშითორნიკე მამალაძე პატრიარქს მოუწოდებს, პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართოს
შემდეგი სტატიასაჭიროა სინოდის მომავალ სხდომაზე განიხილონ მსჯავრდებული დეკანოზის საკითხი