დეკანოზი ანდრია : საპატრიარქოს პოზიციაა, ჩვენ ვლაპარაკობთ სიწმინდეებზე და არა კარტოგრაფებზე

გამოძიებას უნდა ჰკითხოთ, რატომაა დაკავებული ის ორი ადამიანი. საპატრიარქოს პოზიციაა, საზღვარი ისე უნდა გაივლოს, რომ ჩვენი სიწმინდეები ჩვენს ტერიტორიაზე მოხვდეს. – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმაა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ კარტოგრაფების საქმის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ გვქონდა ვრცელი გადაცემა, დეტალურად ავხსენით, ვაჩვენეთ, გამოვაქვეყნეთ ის ოქმები, რომელიც ხელმოწერილია ამ კომისიის მიერ და ძალან დეტალურად გადავიღეთ ადგილები. დევს ეს ვიდეო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზე.

ჩვენ ვლაპარაკობთ სიწმინდეებზე და არა კარტოგრაფებზე, ვლაპარაკობთ ეროვნული, ძალიან დიდი მნიშვნელობის საკითხზე, ამას თანმდევი რა მოჰყვება, ეს ჩვენი საკითხი არ არის. გამოძიებას უნდა ჰკითხოთ, რატომაა დაკავებული ის ორი ადამიანი. საპატრიარქოს პოზიციაა, საზღვარი ისე უნდა გაივლოს, რომ ჩვენი სიწმინდეები ჩვენს ტერიტორიაზე მოხვდეს“, – განაცხადა მამა ანდრიამ.

banner
წინა სტატიაშიმეუფე იოანე: მმართველ გუნდს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ, რათა ქვეყანაში მშვიდობა იყოს
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა