დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე : პრემიერ-მინისტრი საპატრიარქოში ბრძანდებოდა

პრემიერ-მინისტრი ბრძანდებოდა დღეს საპატრიარქოში და მოისმინეთ მისგან, რომ ეკლესიის მსახურებებთან დაკავშირებით 10-კაციანი შეკრების ეს პრინციპი არ არის ბუკვალურად გასაგები. საქმე იმაშია, რომ საგანგებო მდგომარეობა თავის მიზნებს ემსახურება. ამ შემთხვევაში მიზანი არის, რომ სიმჭიდროვე არ იყოს ადამიანების შეკრების დროს, რომ იყოს დაცული დისტანცია. არ ვცილდებით ჯანდაცვის უწყებების მიერ მოცემულ რეკომენდაციებს და სინოდის გუშინდელ ოქმშიც იყო ამაზე საუბარი, რომ მრევლმა, ჩვენმა მოქალაქეებმა, საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მიცემული რეკომენდაციები. ჩვენ მივიღეთ განმარტება დღეს ეკლესიაში მსახურებაზე მრევლის დგომასთან დაკავშირებით და განგვიმარტეს, რომ დიდ ტაძარში და მცირე ზომის ტაძარში ადამიანების დგომის ერთნაირი რაოდენობა არ არის აუცილებლობა, არამედ ეს გულისხმობს უზრუნველყოფას, რომ აქ დამსწრე ადამიანებს შორის იყოს შესაბამისი დისტანცია, ის, რასაც გვირჩევს ჯანდაცვის სამინისტრო და ცენტრი“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ნიკოლოზი – ჩვენ ვენდობით ჩვენს მთავრობას, ჯანდაცვის უწყებებს და საზოგადოებაც გვენდოს ჩვენ
შემდეგი სტატიასაქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე რკინიგზელებს მიმართავს