დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე : მსახურებაზე, რომელსაც კორონავირუსით დაინფიცირებული სასულიერო პირი ესწრებოდა, სხვა სასულიერო პირებიც იმყოფებოდნენ

სასულიერო პირმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა რამდენიმე დღის წინ ტაძარში წირვა ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა.

დეკანოზი დეტალებზე არ საუბრობს.

გუშინ, 13 აპრილს თბილისის ერთერთი ეკლესიის სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, ვირუსი დადასტურებული აქვს მისი ოჯახის კიდევ ორ წევრს, ერთერთი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია.

დაინფიცირებული სასულიერო პირი ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს.

banner
წინა სტატიაშილევან რატიანი : ერთი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და სავარაუდოდ დღეს მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნება
შემდეგი სტატია2020 წლის 14 აპრილის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 167 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა