დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – მოლოდინები დავით გარეჯის ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა რეალური

შეიძლება დადასტურებულად ითქვას, რომ მოლოდინები დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა რეალური, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„დილიდან გრძელდება კლდოვანი საფარის ნგრევა. მძიმე ტექნიკა, გაყვანის ნაცვლად, დაამატეს”, – წერს ჯაღმაიძე.

მისივე თქმით, გუშინ გაჩნდა მოლოდინი, რომ სამუშაოები შეწყდებოდა, დღევანდელი ინფორმაციით კი, აზერბაიჯანის მხარემ გზის გაყვანის სამუშაოები არ შეწყვიტა.

banner
წინა სტატიაშისასაზღვრო პოლიციამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიათავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია