დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – მცხეთის ჯვრის მონასტერი დროებით დაიკეტა და მიზეზი გარემოვაჭრეების ფაქტორია

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მცხეთის ჯვრის მონატრის ჩაკეტვისა და მასში მლოცველებისა და ტურისტების არშეშვების მიზეზი, ტაძრის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების მიერ შექმნილი ვითარება გახდა. როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, აღნიშნული გადწყვეტილება ტაძრის წინამძღვარმა კონსტანტინე ჯინჭარაულმა მიიღო.

მისივე თქმით, მცხეთის ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები, სავარაუდოდ, აღარ დაიშვებიან.

„მე ვიცი, რომ მონასტერი დროებით დაიკეტა და მიზეზი სწორედ გარემოვაჭრეების ფაქტორია. იქ არის ძალიან მოუწესრიგებელი მდგომარეობა, დახლები, რომელიც ამახინჯებს და ქმნის მონასტრისათვის შეუსაბამო გარემოს. არამგონია, გარემოვაჭრეებს ტერიტორიაზე დაბრუნების საშუალება მიეცეთ. მე რამდენადაც ვიცი, გარემოვაჭრეების ასეთი სიმრავლე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მონასტრისთვის. უნდა მოწესრიგდეს მდგომარეობა, ასეთია პოზიცია. მოგეხსენებათ, რომ ეს მონასტერი დიდი ყურადღების ცენტრშია და მას სხვადასხვა რანგის სტუმრები სტუმრობენ და ტურისტთა ნაკადიც დიდია, ამიტომ ბუნებრივია წინამღძვარი გარემოს მოწესრიგებას ითხოვდეს“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

banner
წინა სტატიაში,,საქართველოში ყველას გაეხარდა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება, მაგრამ ამის გამოხატვა დაკავშირებულია რისკებთან”
შემდეგი სტატიაბიზნესომბუდსმენი – მთავრობამ თამბაქოს აქციზის ზრდის გრძელვადიანი გეგმა უნდა წარადგინოს