დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანის სამუშაოები განაახლა, ვაპირებ ადგილზე ჩასვლას

დავით გარეჯის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანის სამუშაოები განაახლა და ადგილზე ჩავალ, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა

მისი თქმით, ინფორმაცია უკვე დადასტურებულია.

„მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის მხარესთან გამართული დიალოგის შედეგად შედგა შეთანხმება, რომ სამუშაოები უნდა შეწყვეტილიყო, დღეს მაცნობეს, რომ მიიყვანეს კლდის სანგრევი დამატებითი ტექნიკა და სამუშაოები განახლდა. ვაპირებ ადგილზე ჩასვლას. დაახლოებით 13:30 საათზე იქ ვიქნები“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

გუშინ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ჩიჩხიტურის მიმართულებით გზის გაყვანის სამუშაოები შეწყდა და აზერბაიჯანის მხარეს გზის სამშენებლო ტექნიკა უნდა გაეყვანა.

banner
წინა სტატიაშიჩიჩხიტურის მიმართულებით გზის გაყვანის სამუშაოები შეწყვეტილია
შემდეგი სტატიასასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით თბილისსა და წალკაში სამი პირი დააკავეს