დეკანოზ სპირიდონ ნარსია კორონავირუსით დაინფიცირდა

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში კორონავირუსით, მამა იოსებ მინდიაშვილის გარდა, დეკანოზ სპირიდონ ნარსიაც დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაცია მეუფე საბამ დღეს გაავრცელა.

25 მარტს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა მეუფე საბა ინწკირველმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მის ეპარქიაში დეკანოზ იოსებ მინდიაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. მეუფეს ინფორმაციით, აღნიშნულ სასულიერო პირს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები 20 მარტს გამოუვლინდა.

ჩრდილოეთ ამერიკის ექსარქიის ეპისკოპოს საბას (ინწკირველი) კორონავირუსული ინფექცია არ დაუდასტურდა.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილს პასუხობს
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამშობლოში საქართველოს 4000-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა