„დეკანოზ მამალაძის შეწყალების უფლება პრეზიდენტს ხელისუფლებამ არ მისცა“ – მიტროპოლიტ დანიელის სკანდალური განცხადება

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის ინფორმაციით, მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას აპირებდა, რასაც “ეკლესიაც მიესალმებოდა”, თუმცა, მისი მტკიცებით, ხელისუფლებამ ამ ნაბიჯისგან თავი შეიკავა.

მისივე თქმით, ეკლესია დეკანოზ მამალაძის შეწყალებას ახლაც მიესალმება.

„ჩემი და ეკლესიის პოზიცია ასეთია – როდესაც წინა პრეზიდენტი აპირებდა შეწყალებას, ეკლესია მზად იყო და რასაკვირველია, მიესალმებოდა. რასაკვირველია, ეკლესია ახლაც იგივე პოზიციაზე დგას და თუ ეს მოხერხდება, ამის წინააღმდეგი არ იქნება. პირიქით, ეკლესია არის ის, ვინც ასეთ შეწყალებაში მონაწილეობს. მე როგორც ვიცი, პრეზიდენტმა შეწყალება ითხოვა და ხელისუფლებამ თავი შეიკავა, ასე ვიცი, თუმცა, შეიძლება, ზუსტი არ არის”,- განაცხადა მიტროპოლიტმა დანიელმა.

banner
წინა სტატიაშიყალბი სერტიფიკატებისა და ბარათების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი