დეკანოზ მამალაძეს წართმეული აქვს მარჯვენა მხარე და საკაოდ რთულ მდგომარეობაშია – მან მითხრა, რომ ბრძოლას აპირებს

გიორგი მამალაძემ მითხრა, რომ ბრძოლას აპირებს. ეს ადამიანი ამბობს, რომ მას ეკუთვნის გარეთ ყოფნა და რომ ეს საქმე შეკერილია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გლდანის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ელენე ხოშტარიას თქმით, შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს იმ დარღვევებზე, რაც ე.წ. ციანიდის საქმეშია დეკანოზ გიორგი მამალაძის წინააღმდეგ.

„ვიზუალურად ვნახე რომ წართმეული აქვს მარჯვენა მხარე და საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. მან თავად მითხრა, რომ ღუდუშაურის კლინიკიდან გადმოყვანა საეჭვოდ მოხდა და არ უნდა მომხდარიყო. მისი თქმით, ეს ნაბიჯი მისი და მკურნალი ექიმის ნების წინააღმდეგ მოხდა. ანუ გაუგებარია რატომ გადმოიყვანეს. ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ ყველა იმ დარღვევაზე, რაც ამ საქმეშია. ვისაუბრეთ ძალიან კონკრეტულ დარღვევებზე თუ როგორ იქცეოდა პროკურატურა, როგორ არ კეთდებოდა ექსპერტიზები. მან მითხრა, რომ ბრძოლას აპირებს. ეს ადამიანი ამბობს, რომ მას ეკუთვნის გარეთ ყოფნა და რომ ეს საქმე არის შეკერილი. რა თქმა უნდა, მისი შეწყალება უნდა მოხდეს. პრეზიდენტი რომ თავად არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ეს კარგად ჩანს, რადგანაც ის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს არ იღებს, მაგრამ აუცილებლად უნდა მიიღოს, რადგანაც დეკანოზი მამალაძე უსამართლოდ არის გამომწყვდეული ციხეში. დარღვევები იყო მთლიანად პროკურატურის და პოლიტიკური ვერტიკალის მხრიდან”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დეპუტატი მსჯავრდებულ დეკანოზს სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში ხვდებოდა.

banner
წინა სტატიაში„ანაკლიის პორტის პროექტი მეგაპროექტია, რომელზეც გამოკვეთილი ინვესტორი აქამდე არ დამინახავს” – დიმიტრი ცქიტიშვილი
შემდეგი სტატიაპარლამენტში „თიბისი ბანკის“ საქმეზე კობა გვენეტაძეს საჭიროების შემთხვევაში, რეგლამენტის შესაბამისად მოუსმენენ