დეკანოზ ილიას განცხადებებს განკვეთილი სასულიერო პირები ეხმაურებიან: ის ეწინააღმდეგება სიბილწეს, რომელიც გამეფებულია ეკლესიაში

დეკანოზ ილიას განცხადებებს და ბრალდებებს, ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი მამა დანიელი ეხმაურება.

„თაიმერის“ ჟურნალისტის კითხვაზე: დეკანოზი ილია მეორე დღეა აქვეყნებს პოსტებს, რომელშიც მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს მიმართავს, დატოვონ ეკლესია მონასტრები და მოინანიონ ცოდვები- ვის გულისხმობს დეკანოზი ილია ჭიღლაძე? – განკვეთლი სასულიერო პირი პასუხობს:

„მამა ილია არავის ეწინააღმდეგება, ის ეწინააღმდეგება სიბილწეს, რომელიც გამეფებულია ეკლესიაში. არ არის გამორიცხული, რომ პატრიარქზეც არის საუბარი, ყველაზეა საუბარი, იყო ჟამი მხილებისა და დადგა ჟამი ფაქტებისა. ეს აგორებულ ზვავს გავს, რომელიც მოგორავს და რაც დროზე არ მოვლენ აზრზე და არ დაიწყებენ ეკლესიის გაწმენდას, თავიანთი ნებით, ეს პროცესი შეუქცევადაია, სადაც მეტს გაეჯინებიან მეტი მოხვდებათ სახეში.“- განაცხადა მამა დანიელმა.

ამასთან, კითხვაზე, თუ დეკანოზ ილია ჭიღლაძეს მანამდე ჰქონდა მსგავს ფაქტებზე ინფორმაცია, აქამდე რატომ არ გააჟღერა- მამა დანიელი პასუხობს:

„ეს ფაილების მერეა და მე მის ნალაპარაკებს დავამატებ, ელისო კილაძის ნათქვამს,- ფაილები, რომ ვნახეო მამაოებისო მიკვირს, რატომ ცხოვრობს 3 მილიონი ქართველი და არა 12 მილიონიო. სიბინძურეა, გაათახსირეს ქვეყანა, სუფთა კომუნისტური პარტიის ეკლესიაა, მიეცი ფული, გარყვენი და მართე ეს პრინციპია, კომუნისტების პრიცნიცია. სტეფანეს წამოცდა კიდეც, ის დრო რომ იყოს გავყრდით კიდეცო და ახლა ვერ გაყარეს. ესე უდათ ამათ და დღეს სხვა დროა. დღეს ცივილიზებულია ქვეყანა და ასე ჩქარა გარბის.“- განაცხადა განკვეთილმა სასულიერო პირმა.

ავტორები: აკო ქიქავა, გვანცა სანაია.

წინა სტატიაშიკახაძე სუს-ის მოსმენებზე: რამდენი გულისცემა მომისმენია, ნებართვა კი არ ამიღია
შემდეგი სტატიათიბისი ბიზნესებისთვის საბანკო გარანტიის გაცემას ამარტივებს