დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით, საპატრიარქოსთან აქცია მიმდინარეობს

დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით, საპატრიარქოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძე​მ ჟურნალისტებს განუცხადა, დეკანოზის ზიარებასთან ერთად, მათ ახალი მოთხოვნა აქვთ – გიორგი მამალაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

„ჩემი ძმის დაუყოვნებლივ გათავისუფლება – ეს არის ჩემი მთავარი მოთხოვნა. ვიდრე ზიარების და გათავისუფლების მოთხოვნები არ შესრულდება, მანამდე ჩვენი აქცია არ შეწყდება. საპატრიარქოსთან ვართ, რადგან სწორედ ეს შენობაა, სადაც ჩემი ძმის უკანონო პატიმრობა დაიგეგმა და საიდანაც ამის ბრძანება გაიცა“, – აცხადებს თორნიკე მამალაძე.

აქციაზე მივიდნენ ზაზა სარალიძე, დაკავებულის ადვოკატები გიორგი ფანცულაია და მიხეილ რამიშვილი.

banner
წინა სტატიაშიე.წ. მატროსოვის ციხეში მსჯავრდებულმა თვითმკვლელობა სცადა
შემდეგი სტატიალიეჟში მიხეილ სააკაშვილი მსოფლიოს სახვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ქართველ ემიგრანტებს შეხვდება