დეკანოზ გიორგი მამალაძის და ჩვენი, ადვოკატების ინტერესი არის რომ არ დარჩეს ამ საქმეზე კითხვები- გიორგი ფანცულაია

რა ინფორმაცია მიაწოდა მეუფე გრიგოლს დეკანოზმა გიორგი მამალაძემ – ამის შესახებ მამალაძის ადვოკატისთვის დღეს გახდება ცნობილი, რადგან გიორგი ფანცულაია მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულებას გეგმავს. მანამდე კი უფლებადამცველი არ გამორიცხავს, რომ დეკანოზის საქმით უკვე სინოდიც დაინტერესდეს და უახლოეს სხდომაზე ამის შესახებ მსჯელობა შედეგს. ადვოკატის ინფორმაციით, მეუფე გრიგოლის გარდა, დეკანოზი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხეში სხვა მღვდელმთავრებმაც მოინახულეს, რის შედეგადაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს ციანიდის საქმეზე უკვე დეტალური ინფორმაცია გააჩნიათ.

“ძალიან მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა შემდგარიყო, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ხანი გავიდა ციანიდის ამ სკანდალის დაწყებიდან და სამწუხაროდ გარკვეულ პირებს თითქოსდა ყველა კითხვა არ აქვს ამოწურული ამ საკითხთან დაკავშირებით. პირველ რიგში დეკანოზ გიორგი მამალაძის და ჩვენი, ადვოკატების ინტერესი არის რომ არ დარჩეს ამ საქმეზე კითხვები,”-აცხადებს გიორგი ფანცულაია.

banner
წინა სტატიაში“დღის წესრიგში საქართველო მუდმივად მოიხსენება არის იმის დასტური, რომჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური ურთიერთობა ჩვენს სტრატეგულ პარტნიორთან“
შემდეგი სტატიაპრემიერის ახალი საკადრო წმენდა – მამუკა ბახტაძე ყველა გუბერნატორს გაათავისუფლებს