დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები წმინდა სინოდის წევრების დაკითხვას ითხოვენ

“ციანიდის საქმის” ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები სინოდის წევრების დაკითხვას მოითხოვენ. შესაბამისი წინადადებით ისინი საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართავენ დეკანოზის დამცველები ამბობენ, რომ სინოდის წევრების დაკითხვის ნებართვის შესახებ უკვე მიმართეს საპატრიარქოს იურიდიულ სამსახურს თუმცა უარი მიიღეს. ადვოკატების განცხადებით, იქიდან გამომდინარე რომ საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე ჩვენებაში სინოდის წევრებს ახსენებს მათ შესაძლოა ფასეული ინფორმაცია ჰქონდეთ.

“მისი პოზიცია არის ზუსტად რომ წმინდა სინოდის წევრებმა გარკვეულ კითხვებს, რაც არსებობს საქმესთან მიმართებაში, პასუხი გასცენ იმიტომ, რომ მოწმე ირაკლი მამალაძეს ყავს დასახელებული წმინდა სინოდის წევრები. თუ პროკურატურას გააჩნია იმის კანონით მინიჭებული უფლება, რომ დაკითხოს წმინდა სინოდის წევრები, როგორც ვთქვათ დაიკითხა მეუფე პეტრე, ამავდროულად ჩვენც აბსოლუტურად გვაქვს უფლება” განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

“ციანიდის საქმეზე” მოწმეების დაკითხვის პროცესი დასასრულს უახლოვდება. სასამართლო განხილვები აპრილში დაიწყება. წინასასამართლო სხდომა 5 აპრილს არის დანიშნული.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უფრო პოლიტიკურ კეკლუცს ჰგავს, ვიდრე სამართლებრივ არგუმენტებს – სოფო კილაძე