დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

როგორც დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში დღეს სასამართლო და მართლმსაჯულება საქართველში არ არსებობს.

“საკასაციო საჩივარს შევიტანთ უზენაეს სასამართლოში. მე შემიძლია გითხრათ, რომ სასამართლო საქართველოში არ არსებობს. იმედით ვიყავით რეანიმაციაში იწვა, მაგრამ გარდაცვლილია. ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სამართლიანი მოსამართლეები. იგივე კოპირება გაუკეთა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლომ. ჩვენ გვრჩება ერთადერთი გზა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მივმართოთ და დავანახოთ, თუ როგორი სიბინძურეა მართლმსაჯულების მხრივ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მოსამართლეები არ გვყავს”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო პატრიარქის მდივან-რეფერენცის შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში, რაც ცხრაწლიან პატიმრობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიგომელაური და გახარია პარლამენტში მივლენ
შემდეგი სტატიაპროკურორი – გიორგი მამალაძემ შესანიშნავად იცის, რომ დამნაშავეა, ის განაჩენის გამოცხადებაზეც კი არ მოვიდა