დეკანოზ გიორგი მამალაძეს, ოჯახის თხოვნით, საავადმყოფოში ხვალ გადაიყვანენ

მსჯავრდებული მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. დეკანოზი თვეებია საწოლს არის მიჯაჭვული.

ოჯახის მოთხოვნით, “ოცნებისა” და საპატრიარქოს პირადი პატიმარი, სრულყოფილი გამოკვლევების ჩასატარებლად ხვალ კლინიკაში გადაჰყავთ. მამალაძეები ასევე მოითხოვენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მღვდელი სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის კურსის გასავლელად დატოვონ.

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სისხლის სამართლის ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის თქმით, მათ რამდენჯერმე მოითხოვეს, რომ კვლევა ჩატარებოდა მამალაძეს, რადგან დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო კარგი და ამას ადასტურებდა სამედიცინო ბარათიც.

შეგახსენებთ, მამა გიორგი მამალაძე 2017 წლის10 თებერვალს დააკავეს

banner
წინა სტატიაშიბიზნესმენი დავით ხიდაშელი პროკურატურაში კიდევ ერთხელ გამოიკითხება
შემდეგი სტატიაკორონავირუსის გამო, „აჭარა ტექსტილმა“ მუშაობა შეაჩერა