დეკანოზ გიორგი მამალაძეს მეუფეები არ შეხვდებიან – ადვოკატის ვარაუდით შეხვედრა კონკრეტულმა პირებმა ჩაშალეს

ე.წ. „მატროსოვის ციხეში“ ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დღეს დაგეგმილი მეუფეების შესვლა გადაიდო – რა გახდა ამის მიზეზი უცნობია.

სასულიერო პირები დეტალებზე ვერ საუბრობენ. ადვოკატი კი ვარაუდობს, რომ ეს მიზანმიმართულად გაკეთდა, რადგან არ გამორიცხავს, რომ სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი საბოლოოდ გარკვეულიყო და დადასტურებულიყო დეკანოზის უდანაშაულობა.

მიხეილ რამიშვილი შეხვედრის გადადებაში საპატრიარქოსა და ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლების ჩარევის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

„გარკვეულწილად, შესაძლოა გარკვეული პირების მოთხოვნის თანახმად გადაიდო ეს შეხვედრა. თუ არ აქვს გათავისებული რა არის უდანაშაულო ადამიანისთვის ლოდინი და ამას ვერ ითავსებს ვერცერთი სასულიერო პირი ეს არის კატასტროფა და მიუღებელი.

ერთხელ მაინც ნახონ ადამიანი ან მაშინ ნუ გამოდიან და ნუ ამბობენ კითხვებზე პასუხი არ გვაქვსო“ -ამბობს დაკავებული დეკანოზის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებულმა თამაზ ახობაძემ უწყებას დავა უზენაეს სასამართლოშიც მოუგო
შემდეგი სტატიასმიტების ოჯახის სასტიკი მკვლელობა – ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი დღეს პირველად შეხვდება