დეკანოზ გიორგი მამალაძეს ეპიტემია დაადეს, მეუფე იაკობის გადაწყვეტილებით დაკავებულს არ აზიარებენ

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ აზიარებენ. ამის შესახებ განცხადება პატრიარქის მდივანმა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა. ასევე განმარტა, რომ პატრიარქის ქორეპისკოპოსის გადაწყვეტილებით დეკანოზს ეპიტემია ადევს:

„პირობა არ ყოფილა მის ზიარებასთან დაკავშირებით. როგორც მე გამოვიტანე აზრი თორნიკე მამალაძის საუბრიდან, თითქოსდა მამა გიორგის უნდა უწმინდესს რაღაც ისეთი კონფიდენციალური ინფორმაცია მიაწოდოს, რაც აუცილებელია პატრიარქმა იცოდეს, ამიტომ პატრიარქი თავისი ნდობით აღჭურავს ამ ორ სასულიერო პირს – მამა დავითს (ჭინჭარაული) და მამა კახაბერს (გოგოტიშვილს), შევლენ ისინი საპატიმრო დაწესებულებაში და თუ სურვილი იქნება, ისინი მამა გიორგის შუამავლის ფუნქციას შეასრულებენ და გამოიტანენ ამბავს, რისი თქმა უნდა მამა გიორგის, რატომ არის ის ასე დაინტერესებული პატრიარქს რაღაც უთხრას. მამა დავითისა და მამა კახაბერის შესვლით ზიარება არ მოხდება.

ზიარება არის ყველაზე დიდი, რაც შეიძლება ადამიანმა ეკლესიისგან მიიღოს. ეს არის ქრისტესთან შეერთება, მისი სისხლი და ხორცი უნდა მიიღოს ადამიანმა. როდესაც ადამიანს ასეთი ბრალდება აქვს წაყენებული, მან, როგორც მინიმუმ, უნდა წარმოაჩინოს თავისი უდანაშაულობა ამ საქმეში. ჩვენ ადამიანებს სიგარეტის მოწევაზე და ქცევაზე ვაძლევთ შენიშვნებს და შეიძლება უზიარებლობის ეპიტემიითაც დავსაჯოთ. როდესაც ადამიანს ასეთი ბრალი აქვს წაყენებული, ცოტა მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ და სულ მინიმუმ საკითხის გარკვევას დაველოდოთ“, – აღნიშნა მამა მიქაელმა.

banner
წინა სტატიაშივუადვილებთ რუსეთს თავისი მიზნების განხორციელებას – რაქვიაშვილი უშიშროების საბჭოს გაუქმებაზე
შემდეგი სტატიაჯანდაცვის მინისტრი ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე კომენტარს აკეთებს