დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს მამა რევაზ სიხარულიძე მოინახულებს

მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს მამა რევაზ სიხარულიძე მოინახულებს. ის ბრალდებულისგან აღსარებას ჩაიბარებს.

დაკავებულმა დეკანოზმა შიმშილობა სწორედ მას შემდეგ შეწყვიტა, რაც საპატრიარქოსგან მამა რევაზის ციხეში შესვლასთან დაკავშირებით დასტური მიიღო.

სასულიერო პირი გიორგი მამალაძეს დღის მეორე ნახევარში მოინახულებს. არ არის გამორიცხული, დეკანოზთან მოგვიანებით, წმინდა სინოდის წევრებიც შევიდნენ.

„მთავარი საფუძველი შიმშილობის იყო ის განცხადება, რაც საპატრიარქოს მხრიდან გაკეთდა, რომ მამა გიორგის მამა კახაბერი ან მამა რევაზი მოინახულებს და როგორც ჩემთვის ცნობილია, მამა გიორგიმ უნდა მოინახულოს. გუშინ არ შებრძანდა და დღეს შებრძანდება. იმედია, არ იქნება ისეთი აზრი, რომ რადგანაც მამა გიორგიმ შიმშილობა შეწყვიტა, მერე შემდგომში ნახონ. არ გამოვრიცხავ, რომ თვით წმინდა სინოდის წევრებსაც შეხვდეს მამა გიორგი“, – განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

მკვლელობის მოზმადების საქმეზე დაკავებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა გუშინ შეწყვიტა.

ბრალდებულის ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძემ შიმშილობა ექიმებისა და ციხის ადმინისტრაციის თხოვნით შეწყვიტა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ნარკოდანაშაული გახსნა
შემდეგი სტატიაგაიგეთ რამდენად ხშირად იყენებთ ქართულ ენას სოციალურ ქსელში