დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა ნაცნობი ხატმწერისთვის სთხოვა?

დეკანოზი გიორგი მამალაძე საკუთარ ჩვენებაში ჰყვება თუ ვინ და რისთვის სთხოვა ციანიდის შოვნა. კურიერის ინფორმაციით, დეკანოზმა პროკურორებს უამბო, რომ ციანიდის შოვნა მას პატრიარქის მდივან-რეფერანტმა შორენა თეთრუაშვილმა ნაცნობი ხატმწერისთვის სთხოვა. რუსთავი2-ის ინფორმაციით, თეთრუაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ამ ნივთიერების შესაძენად 500 დოლარიც გადასცა. ჩვენებაში მამალაძე ჰყვება, რომ ის შეეცადა, თუმცა ქიმიური ნივთიერება ვერ იშოვა, შესაბამისად არ იცის, მის ბარგში მომწამვლელი ნივთიერება ვინ ჩადო. აღნიშნული ინფორმაცია დეკანოზის ადვოკატებმა არც დაადასტურეს და არც უარყვეს, როგორც ცნობილია მათ საქმის დეტალების გაუთქმელობაზე ხელწერილი აქვთ დადებული, ასევე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ასაჯაროებენ არც დაკითხვისას დასმული კითხვებისა და პასუხების შინაარს.

banner
წინა სტატიაშისოსო ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ ე.წ. ციანიდის საქმის მოწმის, ირაკლი მამალაძის, მიერ გაკეთებულ ჩანაწერებში თავადაც ფიგურირებდეს
შემდეგი სტატია(video) მოულოდნელი იყო ის განცხადება, რომ თითქოს ციანიდის შეძენა მამა გიორგის შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა