დეკანოიძემ კუჭავას ლეშენკოს ვიზიტის შეფასება მოსთხოვა: “ამ ადამიანს უკრაინაში აკრძალული აქვს შესვლა”

პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოში რუსი მომღერლის ლევ ლეშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით ჰკითხა და კუჭავას ოკუპაციის კანონის დარღვევასთან დაკავშირებით შეფასება მოსთხოვა.

“საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება მოქალაქე ლეშენკო, დადის პოლიციის ესკორტით, თვითმხილველებიც ამას საუბრობენ, ამ ადამიანს უკრაინაში აკრძალული აქვს შესვლა, სხვათაშორის. … შეფასებას ვითხოვ ამასთან დაკავშირებით”,- თქვა ხატია დეკანოძემ.

კახა კუჭავამ კი დეკანოიძეს უპასუხა, რომ ლეშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” წევრებს ინფორმაცია არ აქვთ და გაერკვევიან.

“გავერკვევით ქალბატონო ხატია, არ გვაქვს ინფორმაცია და ნამდვილად მოვიკითხავ. რა შეფასება უნდა კანონი ვისაც აქვს დარღვეული რეაგირებაა საჭირო,”– თქვა კუჭავამ.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი: გახარია თბილისის მერად არჩილ არველაძეს წარადგენს?
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” დეპუტატები თბილისში გაკრულ სიძულვილის პლაკატებთან კავშირს უარყოფენ