“დეკანოიძემ დარღვევებზე შესაძლოა, ინფორმაცია გაავრცელოს, თუმცა არ ნიშნავს, რომ სიმართლეა”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ ქუთაისში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

აღნიშნული კომენტარით კუჭავა გამოეხმაურა ხატია დეკანოიძის განცხადებას, რომ ქუთაისში არჩევნები მძიმე და სისტემური დარღვევების ფონზე მიმდინარეობს, რაზეც მან კონკრეტული მაგალითები მოიყვანა.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით ქუთაისში და სასიამოვნოა, რა გარემოსაც აქ ვხედავთ. მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს არჩევნები. გარკვეული დარღვევები იქნება, ეს ყველა არჩევნებზე ხდება, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, სიმშვიდეა არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ საქართველოს მასშტაბითაც. მხოლოდ სამი თუ ოთხი მცირე ინციდენტი იყო.

ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს დარღვევა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რეაგირება იქნება შესაბამისი. ამისთვის აუცილებელია, არსებობდეს უტყუარი კადრები და დამადასტურებელი დოკუმენტი თუ მასალა. ბრიფინგი შეიძლება ბევრი გამართონ და ისაუბრონ, მაგრამ ეს არის დასამტკიცებელი. სარჩელს შეიტანენ ალბათ და იქნება განხილული. ხატია დეკანოიძემ შეიძლება, ინფორმაცია გაავრცელოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სიმართლეა, ვიდრე არ დადასტურდება. ბევრჯერ მოგვისმენია მსგავსი ინფორმაცია, მაგრამ ვერ დადასტურებულა. მსგავსი შემთხვევა თუ იყო, რეაგირება იქნება ერთი, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

banner
წინა სტატიაშიბუჩუკური:„მოდით არჩევნებზე. წარსულისთვის უარის თქმა არჩევნებზე მისვლით შეგვიძლია, არჩევანი მომავლის სასარგებლოდ უნდა გავაკეთოთ! აუცილებლად დავიცავთ თქვენ ხმებს!“
შემდეგი სტატიასაია განსაკუთრებულად აკვირდება უბნის პერიმეტრზე არსებულ სიტუაციას