დეკანოიძე: ვინ ასამართლებს სააკაშვილს? – ამ რეჟიმის განსახიერება, 3 ერთნაირი პროკურორი

სააკაშვილი პუტინის ტყვეა, ივანიშვილი კი პუტინის დავალებას ასრულებს – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესიდან გამოსულმა ,,ენმ”-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ, განაცხადა. მისი თქმით, საქმის პროკურორებმა პროცესზე პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს.

“ძალიან მნიშვნელოვანი და წარმოუდგენელი ღირსებით აღსავსე სიტყვა ჰქონდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს. მაგრამ გულწრფელად პირველი მომენტი, რაც გაქვს, ესაა, რომ ვინ ასამართლებს სააკაშვილს. 3 ერთნაირი პროკურორი, რომელიც იქ იჯდა, რეჟიმის სახის განსახიერებაა. პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა ეს სამი ერთნაირი პროკურორი.

ეს ეს მიხეილ სააკაშვილმაც აღნიშნა, როგორი სასამართლო დახვდა მას. მთავარი ასპექტი, რაც მან თქვა და ჩვენს ვიზიარებთ, არის, რომ ის პუტინის ტყვეა. ერთერთი ადამიანი, ვისაც სურს სააკაშვილის ტყვეობაში ყოფნა, არის პუტინი და ივანიშვილი მის დავალებას ასრულებს” – თქვა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიგვარამია – ქვეყნის ისტორიაში იყო მთავარი პროცესი, სადაც თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელი მამა წარდგა სასამართლოს წინაშე,
შემდეგი სტატიაგვარამია: ყველაფერი წინ არის პროკურატურას ბევრი იმედგაცრუება ელოდება ამ პროცესში