დეკანოიძე – უტიფრებმა ჩემზე მთავარი კომპრომატი მოიფიქრეს – დადიან და ამბობენ ქუთაისელი არ არისო

“გუშინ ვთქვი ჟურნალისტებთან – სუსის ეშინია ყველას, მერებსაც, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს. აღმოჩნდა რატომ ეშინიათ – სუსის ტოტალური მმართველობა მოდის ქალაქებშიც და სოფლებშიც. თვითმმართველობას აუქმებენ. გესტაპოსავით იქცევიან.

ამ დროს, უტიფრებმა ჩემზე მთავარი კომპრომატი მოიფიქრეს – დადიან და ამბობენ ქუთაისელი არ არისო:)

ქუთაისი გახდება პირველი ქალაქი – სადაც სუსი გაძევდება და ავირჩევთ პირველ შერიფს. ინვესტიციები შემოვა და გაფართოვდება ქალაქის ურბანული ნაწილი. დაბრუნდება ადმინისტრაციული სტატუსი.

აი ასე იქნება.”- წერს ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე Facebook-ზე.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – მეც გამოვთქვი თანხმობა დებატებთან დაკავშირებით, არანაირი პრობლემა არ მაქვს
შემდეგი სტატიაანა ბიბილაშვილი – “ლელო” აკეთებს იმას, რაც დღევანდელმა მერიამ ადამიანებს ვერ გაუკეთა