დეკანოიძე – უმძიმეს მდგომარეობასა და გამოსავლის მოძიებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ამ მდგომარეობიდან გამოსავლის მოძიებაზე მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

რაც შეეხება არჩევნების გადადების საკითხს, ხატია დეკანოიძის თქმით, „ნაციონაური მოძრაობა“ ყველა ვარიანტისთვის მზადაა და ყველა ვარიანტს განიხილავს.

„პანდემიასთან ბრძოლაში რეალურად დამტკიცდა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია არავითარი საშუალება და სურვილი, რომ საქართველოს უმძიმესი მდგომარეობა გამოასწოროს. მათ შორის სიკვდილიანობის და ინფიცირების მაჩვენებელი, რომლითაც ჩვენ ვართ მსოფლიოში პირველ ადგილზე, სწორედ „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, ღარიბაშვილმა, მისმა ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტეს, რომ ძალაუფლების გამო, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს შეუქმნან საფრთხე. შესაბამისად, უმძიმეს მდგომარეობასა და ამ მდგომარეობიდან გამოსავლის მოძიებაზე მთელი პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა ხელისუფლებას ეკისრება.

ჩვენ ძალიან ბევრ საკითხს და ვარიანტს განვიხილავთ, ეს უნდა იყოს მსჯელობის საგანი და არ შეიძლება, ეს თემა საერთოდ დაიხუროს. აქ პირველ რიგში ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ჩვენი პოზიციაა, რომ ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ჩვენ, მას შემდეგ, რაც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მათ, ვიმსჯელებთ ყველა ამ საკითხზე. ხელისუფლების რიტორიკა, რომელიც ამბობს, რომ ეს სისუსტე და ოპოზიციის შემოგდებული თემაა, ამაშიც ისინი არიან „ღია და გამჭვირვალე“, რომ მათ ადამიანების სიციცხლე არ აინტერესებთ. ჩვენ ყველა ვარიანტისთვის მზად ვართ. განვიხილავთ ყველა ვარიანტს და უპირველეს ყოვლისა, ადამიანების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა გვაინტერესებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – კიდევ ერთხელ დავარწმუნე შარლ მიშელი, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებაში გაწერილი რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება
შემდეგი სტატიაელისო კილაძე შსს-ს მიმართავს