დეკანოიძე – თუ ხელისუფლება არ მოეგება გონს, საქართველო ვეღარ მიიღებს მაკროეკონომიკურ დახმარებას

თუ ხელისუფლება არ მოეგება გონს, საქართველო, როგორც ქვეყანა, ვეღარ მიიღებს მაკროეკონომიკურ დახმარებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებას, რომ მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმების დღის წესრიგთან დაკავშირებით.

დეკანოიძის შეფასებით, შარლ მიშელი თავის განცხადებაში წინა განცხადებისგან განსხვავებით, ძალიან ხისტი იყო.

„იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება არ მოეგება გონს და არ იქნება რეალურად იმ პოზიციაზე, რასაც ჰქვია საქართველოს პროდასავლური კურსი და შეთანხმებაში ჩაწერილი რეფორმების განხორციელება, საქართველო, როგორც ქვეყანა ვეღარ მიიღებს მაკროეკონომიკურ დახმარებას. ეს არის უმძიმესი განაჩენი ხელისუფლებისთვის. შარლ მიშელი წინა განცხადებისგან განსხვავებით იყო ძალიან ხისტი და უხეში თავის განცხადებაში, რომელიც მან „ტვიტერში“ გამოაქვეყნა“ , – განაცხადა დეკანოიძემ და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ არის უპასუხისმგებლო ანტისახელმწიფოებრივი ძალა, რომელიც ძალიან მალე დასრულდება.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – ეუთო/ოდირის დასკვნა იქნება ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, რის გამოც სასამართლო სისტემაში სრული რეორგანიზაცია მოხდება
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – კიდევ ერთხელ დავარწმუნე შარლ მიშელი, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებაში გაწერილი რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება