დეკანოიძე: სტრასბურგის მოსამართლის ძმის ოჯახში ჩატარებული ჩხრეკა კითხვებს აჩენს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ ხატია დეკანოიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის ძმის ოჯახში განხორციელებული ჩხრეკა, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.


„ფაქტია, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია. მაშინ, როდესაც ფარცხალაძე დაუსჯელია, გოგოაშვილი კი ისევ თანამდებობაზე და ამ დროს ევროსასამართლოს მოსამართლის ძმის ოჯახში ხორციელდება რამდენიმე საათიანი ჩხრეკვა, სადაც იარაღს პოულობენ , ბევრი კითხვის ნიშნები ჩნდება.
ფაქტია რომ ქალბატონო წოწორია საქართველოს ხელისუფლებისთვის არაკომფორტული მოსამართლეა. ვინაიდან იგი იხილავს ბევრ ისეთ საქმეს რომელიც ივანიშვილის კონფორტის საქმეს არ წარმოადგენს. თუნდაც იგივე „რუსთავი 2“-ის საქმე. როდესაც სტრასბურგის გადაწყვეტილამ საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ ტელეკომპანიის წინააღმდეგ გადადგმული არადემოკრატიული ნაბიჯი შეაჩერა.“

banner
წინა სტატიაში“ჩვენ ვართ დაინტერესებული ამ საქმის ობიექტური გამოძიებით” – ნანუაშვილი წოწორიას ოჯახში ჩატარებულ ჩხრეკაზე
შემდეგი სტატიაჩადებებით ცდილობენ, გადაფარონ ფარცხალაძის ქმედება