დეკანოიძე – საქართველოს მოქალაქეების დამოკიდებულება არის უპირველესი, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, მაგრამ ჩვენი პოზიციაა, რომ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი, არჩევნების გზით

საქართველოს მოქალაქეების დამოკიდებულება არის უპირველესი, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, მაგრამ ჩვენი პოზიციაა, რომ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი, არჩევნების გზით, – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ვადამდელ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სრულიად ოპოზიციური სპექტრი და მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილი შეჯერებულია, რომ ხელისუფლება არ არის მოქალაქეების ნდობით აღჭურვილი.

,,ხელისუფლებას არ აქვს უნარი გაუმკლავდნენ უსაფრთხოების კრიზისს და უკრაინასთან მიმართებაში ვნახეთ ძალიან მძიმე, შეურაცხმყოფელი განცხადებები. საქართველოს მოქალაქეების დამოკიდებულება არის უპირველესი, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, მაგრამ ჩვენი პოზიციაა, რომ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი, არჩევნების გზით და მოქალაქეების სურვილის გათვალისწინებით, სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე”, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა და ექიმი მოითხოვა, რის შემდეგაც დარბაზიდან გაიყვანეს
შემდეგი სტატიასააკაშვილი – ჩვენ ვართ არა ომის, არამედ ქვეყნის დაცვისა და გადარჩენის პარტია – ახლა ხომ მაინც ხვდებით რას გადავარჩინეთ თბილისი და საქართველოს სხვა რეგიონები 2008 წელს?!