საქართველოს და ქართველი ხალხის სულისკვეთებას და ეროვნულ მისიას, რაც არის ევროკავშირში გაწევრიანება, წინ უდგას „ქართული ოცნება“ – საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს საკითხი დგას უმწვავესად,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ჯგუფის – „ევროოპტიმისტები“ დეპუტატი ხატია დეკანოიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას.
მისივე თქმით, დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი საქმიანობა „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა.
„საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს საკითხი დგას უმწვავესად და ეს მწვავე საკითხი, პირველ რიგში, უკავშირდება ევროკავშირში ინტეგრაციას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას, ოლიგარქიულ კლეპტოკრატიულ მმართველობას, რაც არის საქართველოში და ზოგადად, ევროპის საბჭოს რეზოლუციაც არის ამ კონტექსტში განსახილველი – როდესაც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები ხედავენ ამ მოცემულობას, როგორც ყველაზე უფრო შემაშფოთებელ მოცემულობას. ამიტომ, ვიმეორებ, საქართველოს და ქართველი ხალხის სულისკვეთებას და ეროვნული მისიას, რაც არის ევროკავშირში გაწევრიანებას, წინ უდგას „ქართული ოცნება“ და სწორედ ნებისმიერი რეზოლუცია, დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი საქმიანობა „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა და პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის.“-განაცხადა დეკანოიძემ.