დეკანოიძე – როცა ოკუპანტი ქვეყნის ყველაზე სისხლიან მმართველს, ჰააგის მიერ დამნაშავედ გამოცხადებულ ადამიანს დარბაზში უსმენს საქართველოს ვიცე – პრემიერი, ეს არის უდიდესი ცვლილება ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში

მაშინ, როცა ოკუპანტი ქვეყნის, ყველაზე უფრო სისხლიან მმართველს, ჰააგის მიერ დამნაშავედ გამოცხადებულ ადამიანს დარბაზში უსმენს საქართველოს ვიცე – პრემიერი, ეს არის უდიდესი ცვლილება ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე პარლამენტში, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს, დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკის სხდომაზე იბარებენ.

დეკანოიძე აღნიშნავს, რომ ფორუმზე, რომელსაც დავითაშვილი ესწრებოდა, არ იმყოფებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნის არც ერთი წარმომადგენელი უნგრეთის გარდა.

ამასთან, დეპუტატი აღნიშნავს, რომ 15 ოქტომბერს საერთაშორისო მედიაში უკვე გავრცელებული იყო ინფორმაცია ფორუმში პუტინის მონაწილეობის თაობაზე, შესაბამისად, საქართველოს დელეგაციაც საქმის კურსში იყო ამასთან დაკავშირებით.

“მაშინ, როცა ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა უარი თქვეს ასეთ ფორუმებზე დასწრებაზე, სწორედ იმიტომ, რომ ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა მას და ჩინეთის მენეჯმენტი, მათ შორის, სინ ძინ პინის მეთაურობით ფორუმზე საუბრობდნენ იმ პროექტებზე, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, საქართველოს დელეგაციის დასწრება ვიცე-პრემიერის შემადგენლობით, არის ძალიან მძიმე. რუსულ და ჩინურ მედიაში 17-18 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ფორუმში პუტინის მონაწილეობა იყო დადასტურებული. საქართველოს დელეგაციამ ვიცე- პრემიერის ხელმძღვანელობით როცა ჩინეთში ჩავიდა, იცოდა, რომ პუტინი გამოვიდოდა სიტყვით და იმ დარბაზიდან არც ადგა და არც გამოვიდა ლევან დავითაშვილი, როცა პუტინი გამოდიოდა სიტყვით. ვიცე- პრემიერი არის ადამიანი, რომელიც უნდა იყოს პასუხისმგებელი საქართველოს პოლიტიკის, უსაფრთხოების და ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე და ამ ადამიანმა იცოდა, რომ პუტინი გამოვიდოდა ამ ფორუმზე. 15 ოქტომბერს უკვე “როიტერსმაც” კი გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ პუტინი დაესწრებოდა ფორუმზე. სად ასახა დავითაშვილმა ხალხის ინტერესი, როცა ჩინეთში ჩავიდა და პუტინის გამოსვლას დაესწრო აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის ფორუმზე, რომელსაც საერთო არაფერი აქვს იმ პროექტებთან, რომელიც საქართველოში ხორციელდება, კერძოდ, აბრეშუმის გზის სტრატეგიულ პროექტებთან და არაფერი საერთო არ აქვს დასავლურ პროექტებთან. ქვეყნები, რომლებიც ესწრებიან ამ ფორუმს არიან: თავისთავად ჩინეთი, რუსეთი, კამბოჯა, ჩილე, კონგო, ეგვიპტე, ეთიოპია, უნგრეთი და ის იყო ერთადერთი ევროკავშირის ქვეყნებიდან ამ ფორუმზე,”- განაცხადა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაში“გირჩი – მეტი თავისუფლებისა” და “დროას” ლიდერებმა MONA.GE-ს მორიგი სია წარადგინეს
შემდეგი სტატიაცესკო – საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს არჩევნების მოდერნიზების პროცესის წარმატებისთვის