დეკანოიძე – რეჟიმი მართლმსაჯულების ყველა რგოლს იყენებს, რათა ვინც გზაზე გადაეღობება ივანიშვილს, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის, მას უთვალთვალოს

თეა წულუკიანის განცხადებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ხელისუფლება აქტიურად ახალისებს თვალთვალს ნიკა გვარამიას ოჯახის მიმართ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობის მოგვარების ნაცვლად, ხელისუფლება დაკავებულია მის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანების მიყურადებით და თვალთვალით.

„დღეს თეა წულუკიანმა, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის გამორჩეული მსახური და სიძულვილის გამორჩეულად გამავრცელებელია, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ივანიშვილის მოსამსახურე ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი უკანონოდ უთვალთვალებს, არის მიყურადება, შანტაჟი, მუქარა ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც ღიად ილაშქრებს რეჟიმის წინააღმდეგ.

თეა წულუკიანის განცხადებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ხელისუფლება აქტიურად ახალისებს ფარულ მიყურადებას და თვალთვალს ნიკა გვარამიას ოჯახის, მისი მეუღლის, მისი შვილების მიმართ. ამას რეჟიმი არც ფარავს, უტიფრად იმეორებს ერთსა და იმავეს, რომ ყველას უთვალთვალებს.

იმის მაგივრად, რომ ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობა მოაგვაროს, რეჟიმი მართლმსაჯულების ყველა რგოლს იყენებს, რათა ვინც გზაზე გადაეღობება ივანიშვილს, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის, მას უთვალთვალოს. დღეს საქართველოში არის რეჟიმი, როდესაც ჩვენი უფლებების, საკუთრების და არჩევანის დაცვა არ შეგვიძლია არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუტში. ჩემი სოლიდარობა ნიკას და მის ოჯახს, მის შვილებს, რომლებიც არიან ამ რეჟიმის სამიზნე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიპრეპარატი „იმუნო ჰერბი“ მედგარ წინააღმდეგობას უწევს COVID -19-ს
შემდეგი სტატიაგაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს