დეკანოიძე რაქვიაშვილს – ეთანხმებით თუ არა იმას, რომ საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში ქალი კოლეგები შეიძლება „ჰარემს“ დაუკავშირო რაიმენაირი გამონათქვამით

ეთანხმებით თუ არა თქვენი კოლეგის, მეგრელიშვილის განცხადებას, რომელიც ამბობს: „ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ვერ გავაკეთებ“ – გუშინ ემოციური დღე იყო, განსაკუთრებით მძიმე იყო ყველა ქალისთვის, ვინც ჩვენ გვიყურებდა, – ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ „გირჩის“ დეპუტატს სანდრო რაქვიაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, გუშინ შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმოდა.

„აღარ ვაპირებ განხილვაში სერიოზულად შესვლას. ერთადერთი, თქვენგან, როგორც ადამიანისგან, რომელიც თანასწორობაზე ზრუნავს, განსაკუთრებით ქალების თანასწორობაზე, მაინტერესებს, ეთანხმებით თუ არა თქვენი კოლეგის, მეგრელიშვილის განცხადებას, რომელიც ამბობს: „ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ვერ გავაკეთებ“.

ეთანხმებით თუ არა იმას, რომ საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში ქალი კოლეგები შეიძლება „ჰარემს“ დაუკავშირო რაიმენაირი გამონათქვამით, თუნდაც გადატანითი მნიშვნელობით. ვფიქრობ, გუშინ ძალიან მძიმე დღე იყო, ემოციური, განსაკუთრებით მძიმე იყო ყველა ქალისთვის, ვინც ჩვენ გვიყურებდა. შეურაცხყოფა, ისმოდა. არ მგონია, ეს არანაკლებია, რაც მეგრელიშვილმა იკადრა, ვიდრე ის გამონათქვამები, რომელიც გვესმოდა, თუნდაც უმრავლესობის წევრების მხრიდან. მაინტერესებს თქვენგან, როგორც ადამიანისგან, რომელსაც დედა გყავთ, ალბათ და, გოგო შვილი, იმ ადამიანებს, ქალებს, ახალგაზრდებს რომ უთხრათ, შეიძლება თუ არა ქალები, კოლეგები დაუკავშირო „ჰარემს“, შემდეგ გამოხვიდეთ და აქ თანასწორობის სახელით ისაუბროთ. უნდა გამცეთ პასუხი: „კი შეიძლება“, ან „არა, არ შეიძლება“.

თურმე, საპირისპირო სქესის კოლეგების ვიზუალური სექსუალური აღქმა უნდა იყოს. მაგალითად: „მაგრად გამისწორდებოდა უმრავლესობა ქალები იყოთ პოლიტიკაში, ბევრად სასიამოვნოდ გავატარებდი დროს“. ეს მისაღებია ქალი კოლეგების მიმართ?!-აღნიშნა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი „ლელოს“ წევრებს – თქვენ მართლა არსებებო, ხმას როგორ იღებთ! – ხმა ჩაიგდეთ!
შემდეგი სტატიალატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ბელარუსმა უარი დამოუკიდებლობის ყოველგვარ ილუზიებზე თქვა