დეკანოიძე – რა საბრალოა ხელისუფლება, თანამშრომლებს ძალდატანებით ცოცხები დაურიგეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის და ქუთაისში მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის თქმით, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ძალდატანებით ცოცხები დაურიგეს და გზაზე დააყანეს. მისი თქმით, თბილისისკენ მომავალმა კოლონამ სხვა გზა გაიარა.

“ქუთაისში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ძალდატანებით ცოცხები დაურიგეს და დააყენეს გზაზე. მართალია ჩვენ სხვა გზით მივდიოდით, მაგრამ მაინც რა საბრალოა ხელისუფლება 9 წლის შემდეგ მეტი არაფერის კეთება შეუძლიათ.

ქუთაისი განთავისუფლდება ამ უღირსი მიდგომისგან. არავის, არავის აღარ მოუწევს პოლიტიკური დავალებების შესრულება. მერია იმუშავებს ხალხისთვის, ყველასთვის. არავინ დაიჩაგრება უსამართლოდ!”, – წერს ხატია დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაშიბათუმის მერია – კორპუსი, რომლის სადარბაზოც ჩამოინგრა, სრულ დემონტაჟს ექვემდებარება
შემდეგი სტატია„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, თბილისსა და ბათუმში სამი პირი დააკავეს