დეკანოიძე – ქუთაისში საარჩევნო უბებზე ელექტროენერგია მიზანმიმართულად გათიშეს

ოპოზიციის შეთანხმებულმა ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ საგანგებო ბრიფინგო გამართა.

„წაგების გამო „ქართული ოცნება“ აგონიაშია და იმისთვის, რომ არ დავიცვათ ჩვენი ხმები, ქუთაისის ყველაზე დიდ და ოპოზიციურად განწყობილ უბნებში ჩააქრეს ელექტროენერგია.

მინდა, გითხრათ ბატონებო, წაგებული გაქვთ ეს არჩევნები და საერთოდ არაფერი არ გიშველით მიაწოდეთ ელენერგია უბნებს სასწრაფოდ, რათა შეძლონ მოქალაქეებმა ხმის მიცემა. ვერ გიშველით ელექტროენერგიის გათიშვა, ჩვენ დავიცავთ უბნებს ბოლომდე”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს მარნეულში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
შემდეგი სტატიააშშ-ის საელჩო – მოუთმენლად ველით, ვიხილოთ ხმის დათვლისა და შედეგების გამოცხადების გამჭვირვალე, მშვიდი პროცესი