დეკანოიძე: ქუთაისის 124 უბნიდან 20-ზე დისბალანსი იყო

ქუთაისის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ, კონკრეტული ფაქტები და სქემები წარადგინა, რომელიც ადასტურებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაყალბდა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ქუთაისში მას “ქართული ოცნების” კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა 1 222 ხმით გაუსწრო და ეს იმ ფონზე, როდესაც ჯამში, გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა 2 396-ია.

“ამ უბნებზე საერთო ბათილი ბიულეტინების რაოდენობა იყო 2 396, გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე არის სხვაობა ჩემსა და “ქართული ოცნების” კანდიდატს შორის. ჩვენ მოვითხოვთ ყველა ბათილი ბიულეტინის გადათვლას ჯერ ოლქში და რა თქმა უნდა სასამართლოში, მიუხედავად იმისა, რომ კარგად გვესმის ყველას საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება და კრიმინალური იუსტიციის ძალიან მძიმე ფორმა”, – აღნიშნა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, 124 უბნიდან დისბალანსი 20 უბანზე იყო და მნიშვნელოვანია, ეს უბნებიც გადაითვალონ, რადგან ამ უბნებზე “ოცნებასთან” აფილირებული პირები იყვნენ გამწესებულები.

“კოვიდ უბანზე დარეგისტრირეული ადამიანების რაოდენობა იყო 518 აქედან მონაწილეობა მიიღო 441-მა დაამ შემთხვევაში მხოლოდ 68 ხმა აიღო ოპოზიციურმა კანდიდატმა და 356 ხმა აიღო “ოცნების” კანდიდატმა, 15 არის ბათილი”, – თქვა მან.

გარდა ამისა, მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას არ ჰქონდა “ციხის უბნის” კონტროლის საშუალება, სადაც სიაში 155 ადამიანი იყო რეგისტრირებული და აქედან 123-მა ხმა “ოცნებას” მისცა. ოპოზიცია ამ უბნის გაბათილებასაც ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიუდუმაშვილი: ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავდივართ და ეს ბრძოლა არ იქნება იოლი
შემდეგი სტატიაევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი – კარგი იქნებოდა, თუ საქართველოს პოლიტიკური კლასი წერტილს დაუსვამდა გაყოფას