დეკანოიძე პრემიერის პარლამენტში გამოსვლაზე – ეს იყო პოლარიზაციის რადიკალიზაციის და დესტრუქციულობის მაგალითი

ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის შეფასებით, პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გუშინდელი მოხსენება რადიკალიზაციის და დესტრუქციულობის მაგალითი იყო.

როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავის თავს გადააჭარბა.

„ეს იყო პოლარიზაციის რადიკალიზაციის და დესტრუქციულობის მაგალითი. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ 11 წელზე საუბარი და ეს იყო არანაირი სიახლის შეთავაზება საზოგადოებას; ეს იყო ზიზღის შემცველი ენა იმდენად, რამდენადაც ღარიბაშვილმა თავის თავსაც გადააჭარბა. თუ ვინმეს სურს პოლარიზაციის გაღრმავება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნება“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამასთან, მისივე მოსაზრებით, წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობა კიდევ უფრო გამძაფრდება.

„ეს იქნება ძალიან სერიოზული ორგანიზებულობა, წახალისება, საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრების ჩართვა ამ ძალადობაში, ასევე ეს იქნება სუს-ის მიერ ორგანიზებული ძალადობის მთელი სპექტრი. ამიტომ ველოდები ამ ძალადობის კიდევ უფრო გააქტიურებას. ნორმალურ ქვეყანაში უყველა ისჯება, საქართველოში, სამწუხაროდ „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ადამიანები არ ისჯებიან“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კითხვაზე, ასრულებს თუ არა საქართველო ევრორეკომენდაციებს, დეკანოიძე ამბობს, რომ 12 რეკომენდაცია არ სრულდება.

„12 რეკომენდაცია არ სრულდება – ეს იყო ვარჰეის განცხადება, ეს არის ევროკომისიის განცხადება და რაც არ უნდა პრეზენტაციები აკეთოს ბატონმა ირაკლი კობახიძემ, ეს რეკომენდაციები პრეზენტაციებით ვერფ შესრულდება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშივიმედოვნებ, საქართველოს მთავრობა შეფასებებს გაითვალისწინებს და შემოდგომაზე ყველა რეკომენდაცია შესრულებული იქნება – გრეგოროვა
შემდეგი სტატიანაცვლიშვილი – ხელისუფლებამ უნდა აღიაროს ტყუილი და რეალურად თქვან, რას აპირებენ, რომ გატარდეს აუცილებელი დემოკრატიული რეფორმები ევროკავშირის მიმართულებით საქართველოს წინსვლისთვის