დეკანოიძე პარლამენტში შესვლაზე – ახალ რეალობაში აღმოვჩნდით

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, პარტიამ უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც დაეხმარება ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებში წარმატების მისაღწევად:

“ნაციონალური მოძრაობა” ახალ რეალობაში აღმოვჩნდით, ჩვენ ვამბობდით და პოზიცია იყო ასეთი, რომ შეთანხმებასა და პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ მივიღებდით გადაწყვეტილებას, ახლა უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რაც დაეხმარება პარტიას, ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებზე. რათა ძალიან მძლავრად წარდგეს და ის მექანიზმი, რომელიც არის 43%-იანი ჩამკეტი. რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით, მაგრამ ეს არის ახლა მოცემულობა, გამოვიყენოთა და რეალურად ვადამდელ არჩევნებამდე ძალიან სწრაფად მივიდეთ”, – ამბობს დეკანოიძე.

banner
წინა სტატიაშიბარამიძე – ე.წ. პარლამენტი არალეგიტიმური იყო 6 თვის წინაც და არალეგიტიმურია ახლაც
შემდეგი სტატიასასამართლომ მეირბეკოვს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა – ასელ აიტპაევას საქმე