დეკანოიძე – ოპოზიციის განაცხადია, რომ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებში მონაწილეობას

მთელი ოპოზიციის ჩვეულებრივი განაცხადია, რომ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებში მონაწილეობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მძიმე პოლიტიკური კრიზისის განხილვა აუცილებელია.

„მოლაპარაკებები იქნება, თუ ამაზე მზაობას გამოთქვამს ყველა მხარე. ჩვენ ამისთვის ვართ მზად, უბრალოდ გადაიდო, მათ შორის გადაიდო. გუშინ კობახიძის განცხადება იყო შანტაჟის და მუქარის ენა, ამიტომ დღეს ამ მძიმე ფონის შექმნა აღარ გვინდოდა. კონსულტაციები გრძელდებოდა. ხვალ მიუხედავად მოლაპარაკებებისა „ქართული ოცნება“ მიიღებს ერთპარტიულ პარლამენტს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ამასთან, როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხვალინდელ პარლამენტის სხდომაზე არ ალეკო ელისაშვილი აპირებს დასწრებას.

„მე ალეკოსთანაც და ლევანთანაც მქონდა ორი დღის წინ საუბარი, როდესაც დასრულდა შეხვედრა „ლელოში“, მაშინ ჩვენ გავცვალეთ აზრები, მათ იციან ჩვენი ბლოკის პოზიცია. მისი გუშინდელი საუბრიდან როგორც მივხვდი, ისიც არ აპირებს პარლამენტში შესვლას“, – განაცხადა დეკანოიძემ

banner
წინა სტატიაშილაშა დარსალია – საკმაოდ დიდი წყვეტის შემდეგ, განახლდება ჟენევის მოლაპარაკებები, რაც მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი პარლამენტში არ შედის