დეკანოიძე – „ოცნებას“ პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს, მოსამართლეების საკითხს მაინც თუ შემოიტანს

„ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს, მოსამართლეების საკითხს მაინც თუ შემოიტანს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით დეპუტატმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პარტნიორებს ატყუებენ.

„საერთაშორისო პარტნიორები შეშფოთებულები არიან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩართულები არიან პროცესში. როცა „ქართული ოცნება“ საუბრობს, რომ თურმე, დოკუმენტში დაპაუზება წერია და არა შეჩერება, ეს არის იმის დასტური, რომ ეს ადამიანები ატყუებენ ყველას, მათ შორის შარლ მიშელს, პარტნიორებს. მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერდეს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რეფორმა უნდა დაიწყოს და მართლმსაჯულების რეფორმა თუ ჩავარდება, ქვეყანას სიღარიბის დაძლევის შანსი არ ექნება. ამიტომ, ძალიან მარტივია მოცემულობა – „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს, მოსამართლეების საკითხს მაინც თუ შემოიტანს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი – ეს ცვლილებები არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის საკუთრება, ეს ცვლილებები არის ყველა ჩვენგანის და, რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეებისთვის გაკეთებული
შემდეგი სტატიაელისაშვილი შალვა პაპუაშვილს – დიდი მადლობა შალვა იმ შრომისთვის, რაც ჩადე საარჩევნო ცვლილებებში