დეკანოიძე – მოლაპარაკებების საგანი პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნებია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლების გარეშე ოპოზიცია მმართველ გუნდთან მოლაპარაკებებზე არ დაჯდება. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების საგანი პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნებია. როგორც ის ამბობს, მოლაპარაკებებზე სხვა სახის ფორმულა არ განიხილება.

“ამის იქით არის უფსკრული და ჩვენ ამაზე ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერის დაკავება და ძალისმიერი შტურმი შენობაზე, ამიტომ ჩვენი წინადადება, რომელიც არის საჯარო, რომელიც გადავეცით საერთაშორისო პარტნიორებს, არის შემდეგი – განთავისუფლდეს მელია და საუბარი დაიწყოს ვადამდელ და რიგგარეშე არჩევნებზე. ეს არის ის ორი ძირითადი პირობა, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ. რა თქმა უნდა, ვადამდელი და რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს ახალი წესებით და 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს, რაც გულისხმობს გიორგი რურუას გათავისუფლებას. სხვა რაიმე სახის ფორმულა რა თქმა უნდა არ განიხილება”,- თქვა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიგაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერი – შეშფოთებით ვადევნებთ თვალს თბილისში განვითარებულ მოვლენებს
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – ოპოზიციამ მოიძიოს საკუთარ თავში დიალოგისთვის საჭირო რესურსი