დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილის დატოვება იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლაა, წარმოუდგენელია

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დატოვება იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლაა, წარმოუდგენელია. ის იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტს მიმართავს განმარტება გააკეთონ, რატომ შეიზღუდა მესამე პრეზიდენტთან ვიზიტორების შეშვება. გორის ჰოსპიტალში.

“მისი მარტო დატოვება ეხლა, იმ ადამიანების გარეშე, რომლებმაც ძალიან კარგად ვიცით როგორ ეპყრობა სახელმწიფო და როგორ ეპყრობა პენიტენციური სამსახური და ზოგადად ეს რეჟიმი მიხეილ სააკაშვილს, რა თქმა უნდა, არის წარმოუდგენელი. […]

მე მივმართავ იუსტიციის სამინისტროს, მივმართავ საქართველოს პარლამენტს, რომელიც არის ვალდებული, რომ პარლამენტის წევრები დაუშვან მის მოსანახულებლად, დაუყოვნებლივ გააკეთონ საჯარო განცხადება და განმარტება იმასთან დაკავშირებით, რატომ არ გვეძლევა ჩვენ საშუალება, განსაკუთრებით უფლებადამცველებს, მის პირად ექიმებს და საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომ მოვინახულოთ მიხეილ სააკაშვილი. ეს არის წამების კიდევ ერთი ფორმა და დასჯა მიხეილ სააკაშვილის სახელმწიფოს მხრიდან”, – თქვა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშისამხედრო პოსპიტლის ექიმის განმარტებით, სტაციონარიდან გაწერის შესახებ ინფორმირების შემდეგ პაციენტი სააკაშვილი დაიძაბა და აღენიშნა არტერიული წნევის მატება
შემდეგი სტატია“ნუ ბლატაობ”!…”თითი ჩაწიე”- დაპირისპირება პარლამენტში