დეკანოიძე – კოლექტიური ფიფიები არის კოლექტიური კალაძეების და კარლო კალაძის დამსახურება

კალაძეების კლანს შეწირული ორდენიძეების საქმეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მომხდარი ადასტურებს, რომ უკვე 9 წელია, ქვეყანაში კლანური მმართველობაა.

ოპოზიციაში არ უკვირთ, რომ მიუხედავად არაერთი საჯარო განცხადებისა, საქმეზე ამ დრომდე, გამოძიება არ დაწყებულა. მათი თქმით, მმართველი გუნდი “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულ პირებს არ დასჯის.

“კოლექტიური ფიფიები არის კოლექტიური კალაძეების და კარლო კალაძის დამსახურება, ეს არის ჩვენი ქვეყნის რეალობა, სადაც ვცხოვრობთ. მე სამტრედიაში გახლდით რამდნიმე დღის წინ და ყველა ამბობს, რომ სამტრედია გაძარცვა კარლო კალაძემ”, – თქვა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე – 2 ოქტომბერს ძალიან დიდი უმრავლესობით სრულიად ოპოზიცია მოუგებს „ოცნებას“
შემდეგი სტატიარუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის რეაბილიტაცია იწყება