დეკანოიძე – ყოველთვის მომხრე ვარ, რომ მეტი ქალი მოვიდეს პოლიტიკაში

ყოველთვის მომხრე ვარ, რომ მეტი ქალი მოვიდეს პოლიტიკაში, გულწრფელად და ადამიანურად წარმატებას ვუსურვებ ანა ბიბილაშვილს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც პარტია „ლელოს“ მხრიდან თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილის დასახელება შეაფასა.

დეკანოიძის თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა პროპორციულ ნაწილში „ქართულ ოცნებას“ რაც შეიძლება მეტი ხმა წაართვან.

„ვისურვებდი, რომ „ლელო“ ყოფილიყო იმ გაერთიანებაში, რომელიც არის ჩვენი კოალიციური განაცხადის გაერთიანება. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა ოპოზიციური პარტია გავიდეს ველზე და რაც შეიძლება მეტი ხმა წაართვას პროპორციულ ნაწილში „ქართულ ოცნებას“.

რაც შეხება „ლელოს“ მხრიდან თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილის დასახელებას, მე ყოველთვის მომხრე ვარ, რომ მეტი ქალი მოვიდეს პოლიტიკაში და გულწრფელად და ადამიანურად მას წარმატებას ვუსურვებ“ , – განაცხადა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიქობულეთში, სასტუმროების მეპატრონეებმა მერიასა და “ოცნების” ოფისს შორის ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს
შემდეგი სტატიასაბერძნეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს