დეკანოიძე: იცის, როგორი იქნება არჩევნების შედეგები და ცდილობს, გაემიჯნოს “ოცნებას”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე, კოალიციურ მთავრობაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

“საქართველოს მომავალი, ეს კოალიციური მთავრობაა. ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად იცის, როგორი იქნება 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, ძალიან კარგად ესმის, როგორია მუხტი მოსახლეობაში და ამიტომ ცდილობს, გაითეთროს თავისი დამოკიდებულება და გაემიჯნოს ქართულ ოცნებას და ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება სრულ იზოლაციაშია”, – თქვა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან, სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მოსახვედრად პირველადი რეგისტრაცია იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშიც გახდა შესაძლებელი
შემდეგი სტატიაჩარკვიანი: ვაგებ პასუხს იმ მოძრაობაზე, რომ არავინ არ გაინძრევა ამ მოძრაობიდან, მხოლოდ მშვიდობიანად მივიყვან აეროპორტამდე